კომპანია ალიჯორჯია 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ ლოგისტიკურ ბაზარზე და მომხამრებელს სთავაზობს როგორც საამანათო, ისე კომერციული ტვირთების საჰაერო ტრანსპორტირებას.
2019 წლიდან კომერციულ ტვირთეზე მოთხოვნის გაზრდასთან ერთად შეიქმნა კომპანია კარგო ალიჯორჯია, რომელიც ემსახურება მხოლოდ კომერციული ტიპის ტვირთების ტრანსპორტირებას, როგორც აზიიდან ისე მსოფლიოს მასშტაბით.
2021 წელს კარგო ალიჯორჯია გახდა თურქეთის ავიახაზებისა და ეარ ბალტიკის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, როგორც იმპორტზე ასევე ექსპორტზე. რამაც საშუალება მოგვცა არსებულ ბაზარზე მომხამრებლისთვის შეგვეთავაზებინა ექსკლუზიური ტარიფები.
ჩვენი კომპანიის მიზანია საჰაერო გადაზიდვები ხელმისაწვდომი გახადოს ქართულ ლოგისტიკურ ბაზარზე, როგორც მცირე ისე მსხვილი ბიზნესებისთვის.